საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგი 0,07 ქულით გაუარესდა

991

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ანგარიშში საქართველოშიც არის ლაპარაკი. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს. წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა.

შეფასება 7 ქულიანი სისტემით ხდება, სადაც 1 საუკეთესო, 7 კი დაბალი მაჩვენებელია.