სენაკის რაიონულმა სასამართლომ დღეს, სკვერის გასხვისების გამო ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქალაქეთა სარჩელის განხილვა დაიწყო. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ჯემალ ჭკადუამ, რომელიც სასამართლოში მოქალაქეთა ინტერესებს იცავს ამბობს, რომ მოპასუხე მხარე სენაკის საკრებულოა, თუმცა მოსამართლემ საქმეში სენაკის მერია და სხვა დაინტერესებული მხარეები ჩართო, რის გამოც სასამართლო გადაიდო. „სარჩელი უნდა გადაეგზავნოს ყველა დაინტერესებულ მხარეს გასაცნობად, ამიტომ მორიგი სხდომის გამართვის თარიღი მოგვიანებით ჩაინიშნება“,...
აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპენსაცია რომელიც წლების წინ აიღეს, ინვესტორმა გადაუხადა და არა ხელისუფლებამ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. დევნილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობას სთხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დახმარებას ვერ მიიღებენ, ორ კვირაში საპროტესტო აქციას ქუთაისში პარლამენტთან, მოგვიანებით კი დედაქალაქში გამართავენ. აჭარის მთავრობაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. https://www.youtube.com/watch?v=3Wqp9yrXllA&feature=youtu.be
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დღეს 40 საკითხს განიხილავენ. საკითხებს შორის მანამდე მიღებულ დადგენილებებში ცვლილელების შეტანაა, ასევე, ახალი ფრაქციის შექმნის, სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილელების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების; პარკირების ადგილების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის; ქონების გადასახადის საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილების შეტანის და ა.შ. საკითხებია. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. რაც შეეხება ანგარიშებს, მერია 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გურჯაანში საფუძველი ჩაეყრება გერმანულ-ქართულ ფესტივალებს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. როგორც ნინო ნინოშვილმა თქვა, ამ საკითხზე მერია აქტიურად მუშაობს. მისივე თქმით, გერმანიის გარდა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება იგეგმება გურჯაანის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, უკრაინასა და პოლონეთთან. ,,ცოტა ხნის წინ მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის...
19 აპრილს მესტიაში პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართება. ღონიძიების მიზანია სვანეთში სასწავლო შესაძლებლობების წარმოჩენა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ. „დუალურ სისტემას“ (სწავლა და მუშაობა). ასევე, ჩატარდება პრეზენტაცია პროფესიებზე, რომლებსაც კოლეჯები სთავაზობენ მოსახლეობას. პრეზენტაციის თემა იქნება „როგორ გამოადგება კოლეჯი შენს მომავალს.” ფესტივალი სხვადასხვა მეწარმეებისთვის იქნება საინტერესო. კერძოდ, საოჯახო სასტუმროების მფლობელებისთვის, რესტორნების მფლობელებისთვის, გიდებისთვის, მძღოლებისთვის მომსახურების სფეროში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის.
2018 წლის 12 აპრილს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეჩვიდმეტე რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ასლან საგანელიძე აირჩიეს. დეპუტატებმა, ასევე, სცნეს საკრებულოს ახალი წევრის, მამუკა თომაძის უფლებამოსილებაც. ამბროლაურის  საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გარდაცვალების გამო დადგა დღის წესრიგში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ეს თანამდებობა  “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის პარტიული სიის პირველ ნომერს, დავით ვაჩაძეს ეკავა. დავით...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე, ამავე საბჭოსთან არსებული გენდერულის თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის პერსონალური შემადგენლობა განსაზღვრეს. ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. კომისიაში სულ 15 წევრი იქნება, უახლოეს მომავალში კი შემუშავდება კომისიის დებულებაც. უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ჩხეტიას განცხადებით, აღნიშნული კომისია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) სარეკომენდაციო წერილისა და უმაღლესი საბჭოს გენდერული...
აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი განიხილა. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. კერძოდ, ნინო ჩხეტიამ წარადგინა პროექტი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილების თანახმად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამისთვის ბენეფიციარების განცხადებები განიხილა. მერიის ცნობით, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების პროცესი დასრულდა. დღეს კი კომისია სხდომაზე შეიკრიბა და ყველა განცხადება დეტალურად განიხილა. კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. განცხადებების განხილვის შემდეგ პრიორიტეტული ოჯახები გამოვლინდება, - აცხადებენ მერიაში. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს...
კომპანია "სიტი პარკის" გენერალური მენეჯერი ბინიამინ ლაჰავი თბილისის მერს კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს. "ბატონო კახა, შევეცდები ნათლად აღვწერო ის ყველაფერი, რაც განხორციელდა უახლოეს წარსულში „სიტი პარკთან“ მიმართებაში. ასევე სურვილი მაქვს ეს გასაგები იყოს წერილის ყველა მკითხველისთვისაც. თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისისთვის პირველი კვირაა „სიტი პარკის“ გარეშე. პარკირების მართვა ქალაქის სატრანსპორტო კომპანიას დაეკისრა, რომელიც ოპერირებას გააგრძელებს იმავე წესებით, როლითაც აქამდე ხელმძღვანელობდა „სიტი პარკი“. მინდა...
გორის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კატალპისა და პაულინიის ხეივნები გაშენდა. გორის მერმა და მერიის თანამშრომლებმა სპორტის სასახლის ეზოში და მის მიმდებარედ პაულინიისა და კატალპის 100 ნერგი უკვე დარგეს. სპორტის სასახლის ტერიტორიაზე დარგული ნერგების მოვლა-პატრონობას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს. მერია სხვადასხვა ჯიშის ნერგებს მუნიციპალიტეტის სკოლებისა და ბაგა-ბაღების ტერიტორიებზეც დარგავს. „მერია იზრუნებს, რომ გორი მწვანე ქალაქი გახდეს. იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ სუფთა...
წინა სტატია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საძოვრების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ფიზიკური დაპირისპირება ხან  შეცდომით თუ საგანგებოდ გაყიდულ სოფლის საძოვარზე იმართება და ხან - პირდაპირ საკრებულოებში. ერთი თვეც არაა გასული, რაც თელავის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მოექცა - საკრებულოს წევრი და მოქალაქე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მერე ისეთი ხელჩართული ჩხუბი...
ქალაქ ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება თამარაშვილის № 5-7-25 კორპუსების, კოსტავას № 5-7-ის, პეტრე იბერის კორპ. №10 – 11 და თაბუკაშვილის კორპ. №40-ის მიმდებარედ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
შენი ცხოვრების თითოეულ დღეს ატარებ გარემოში, რომელზე ზრუნვაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობაა. შენ შეგიძლია, ეს საკითხები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოაგვარო!
რეგიონის ინფრასტრუქტურა, სამხარეო ადმინისტრაციის კადრები, ხე-ტყის უკანონო ჩეხვა, უპატრონო ძაღლები და ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენები - როგორ აფასებს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე. მისგან ინტერვიუ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭემ" აიღო. პირველი შეხვედრა, ჩამოსვლისთანავე, მუნიციპალიტეტების მერებთან გამართეთ, რა მოისმინეთ მათგან, რა მდგომარეობა დაგხვდათ რეგიონში? გაკეთებულია 2018–2021 წლების სამოქმედო გეგმა. 2018 წლის პროექტები, რომლებიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, დაკორექტირებული და სრულყოფილია. ამ...
სოფელ სვირში სოფლის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება. მასში საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა განთავსდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამი სოფლის - სვირის, ბოგისა და ტატანისის აღსაზრდელებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სულ მალე კი სამ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს საშუალება ექნებათ, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ საბავშვო ბაღში ისწავლონ და სკოლაში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ