მესტიაში პროფესიული განათლების ფესტივალი ჩატარდება

613

19 აპრილს მესტიაში პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართება. ღონიძიების მიზანია სვანეთში სასწავლო შესაძლებლობების წარმოჩენა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ. „დუალურ სისტემას“ (სწავლა და მუშაობა). ასევე, ჩატარდება პრეზენტაცია პროფესიებზე, რომლებსაც კოლეჯები სთავაზობენ მოსახლეობას. პრეზენტაციის თემა იქნება „როგორ გამოადგება კოლეჯი შენს მომავალს.”

ფესტივალი სხვადასხვა მეწარმეებისთვის იქნება საინტერესო. კერძოდ, საოჯახო სასტუმროების მფლობელებისთვის, რესტორნების მფლობელებისთვის, გიდებისთვის, მძღოლებისთვის მომსახურების სფეროში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის.