გორის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კატალპისა და პაულინიის ხეივნები გაშენდა. გორის მერმა და მერიის თანამშრომლებმა სპორტის სასახლის ეზოში და მის მიმდებარედ პაულინიისა და კატალპის 100 ნერგი უკვე დარგეს.
სპორტის სასახლის ტერიტორიაზე დარგული ნერგების მოვლა-პატრონობას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს.
მერია სხვადასხვა ჯიშის ნერგებს მუნიციპალიტეტის სკოლებისა და ბაგა-ბაღების ტერიტორიებზეც დარგავს.
„მერია იზრუნებს, რომ გორი მწვანე ქალაქი გახდეს. იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ სუფთა და ჯანსაღ გარემოში იცხოვროს, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აქციების გამართვა. ვგეგმავთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოვიცვათ ყველა ის ტერიტორია, რომელიც გამწვანებას საჭიროებს“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.