აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი განიხილეს

625

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი განიხილა. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

კერძოდ, ნინო ჩხეტიამ წარადგინა პროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილების თანახმად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიები და კომისიების აპარატები, კომიტეტებისა და კომიტეტების აპარატების, ხოლო კომისიების თავმჯდომარეები, დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, კომიტეტების თავმჯდომარეების უფლებამოსილებებს შეიძენენ. კანონმდებლებმა პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს