აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპენსაცია რომელიც წლების წინ აიღეს, ინვესტორმა გადაუხადა და არა ხელისუფლებამ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
დევნილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობას სთხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დახმარებას ვერ მიიღებენ, ორ კვირაში საპროტესტო აქციას ქუთაისში პარლამენტთან, მოგვიანებით კი დედაქალაქში გამართავენ. აჭარის მთავრობაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.