2018 წლის 12 აპრილს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეჩვიდმეტე რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ასლან საგანელიძე აირჩიეს. დეპუტატებმა, ასევე, სცნეს საკრებულოს ახალი წევრის, მამუკა თომაძის უფლებამოსილებაც.
ამბროლაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გარდაცვალების გამო დადგა დღის წესრიგში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ეს თანამდებობა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის პარტიული სიის პირველ ნომერს, დავით ვაჩაძეს ეკავა.
დავით ვაჩაძე 26 მარტს გარდაიცვალა.