ქალაქ ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

590

ქალაქ ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება თამარაშვილის № 5-7-25 კორპუსების, კოსტავას № 5-7-ის, პეტრე იბერის კორპ. №10 – 11 და თაბუკაშვილის კორპ. №40-ის მიმდებარედ.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.