ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს კერძო ავტოსადგურები.
,,ბიუჟეტში შეგვაქვს ფული. მიუხედავად ამისა ჩვენ არ გვაქს მუშაობის საშუალება, ყველა ნაბიჯზე სადგურები გახსნეს, ხელისუფლებამ დროულად მოაგვაოს ეს საკითხი, წინააღმეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები პერნამენტულ ხასიათს მიიღებს,"- აცხადებენ აქცის მონაწილეები.
აქციაზე, დაახლოებით, 50- მდე მიკროავტობუსის მძღოლია.
თბილისის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 43 საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც დღეს დეპუტატები იმსჯელებენ მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებაა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ინტერესთა გამოხატვა სამ ლოკაციაზე, გეგეშიძის ბაღის, ვარკეთილის მეტროსა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე გამოცხადდება. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა...
წინასაარჩევნოდ, ასპინძის გამგეობიდან, სამ დღეში შვიდი თანამშრომელი წავიდა, მაშინ მათი უმეტესობა აცხადებდა, რომ დაიღალა, თუმცა, არჩევნების შემდეგ, შვიდიდან ხუთი თვითმმართველობაში წამყვან პოზიციებზე სამუშაოდ დაბრუნდა. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ასპინძის თვითმმართველობაში დავით პაპაშვილი მერის მოადგილედ, სლავა სუარიძე- ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად, ანა ტივაძე საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ, მიხეილ მაისურაძე ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში პირველი კატეგორიის სპეციალისტად,...
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გუშინ, სამ მაისს გაიმართა. უწყების ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის იმსჯელეს მხარის მასშტაბით დასუფთავებისა და უსახურ შენობებთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამსახურში გაწვევის მდგომარეობის,...
სატრანსპორტო ნაკადის განტვირთვის მიზნით, გორში რამდენიმე მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ამის შესახებ განკარგულების პროექტი მერიის ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლებმა მოამზადეს.
პროექტის მიხედვით, სატვირთო მანქანების მოძრაობა აიკრძალება თამარ მეფის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც სტალინის გამზირიდან იწყება და მიემართება გურამიშვილის ქუჩისკენ.
ამ რეგულაციებიების მიხედვით, თამარ მეფის ქუჩიდან სატვირთო ავტომანქანა ვერ მოხვდება სამეფო ქუჩაზეც.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გორის ბიუჯეტში ჯარიმებიდან, სანქციები და საურავებიდან გეგმა 343,3%-ით შესრულდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გორის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, იანვარი-აპრილის გეგმის გარდა, დამატებით მობილიზიებულია ნახევარი მილიონი ლარი.
,,ამ კლასიფიკაციით შემოსულია 703,0 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 206,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 341,3%. დამატებით შემოსულია 497,0 ათ. ლარი." - აღნიშნავენ მერიაში.
მერიაში განმარტავენ, რომ ძირითადი თანხა ამ მიმართულებით, სამართალდაცმველების...
წინა სტატია
26 მაისის სანაპიროს მიმდებარედ, მდინარე მეჯუდაზე არსებულ საფეხმავლო ხიდზე ახალ მოაჯირებს აკეთებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გორის მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
აღნიშნული ხიდი წმინდაწყლის დასახლების, კერძოდ, ჯორბენაძის ქუჩის მცხოვრებლებს ყოფილ აგრარული ბაზრის ტერიტორიასთან აკავშირებს. ამ ხიდით სარგებლობენ ასევე ,,გორიგაზის" მომხმარებლები, აგრეთვე, სასამართლოსკენ მიმავალი მოქალაქეები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა,...
ინფრასტრუქტურის მინისტრი კომპანიებს მაისის თვეში გამოსაცხადებელ ტენდერებს და სატენდერო პირობებს აცნობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ის კონტრაქტორებს და მეგზევეებს ხვდება, რომ მაისში გამოსაცხადებელ ტენდერების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რომლებიც ჯამში 80 მილიონ ლარამდეა.
„ჩვენ გავაცნობთ რა ტენდერზეა საუბარი და ეს მისცემს მათ საშუალებას წინასწარ დაგეგმონ საქმიანობა, იცოდნენ რა ტენდერებს უნდა ელოდონ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს გამჭირვალობა გვაძლევს საშუალებას, რომ ყველასთვის თანაბარი წვდომა იყოს ინფორმაციაზე. ამის...
საავტომობილო გზების დეპარტამენტს კერძო მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანება გუშინ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ქონება, რომელიზეც გზა გადის, მესაკუთრეებმა არ დათმეს, რის გამოც პროექტის განხორციელებას საფრთხე შეექმნა. პროექტს საზოგადოებრივი საჭიროების მქონეს სტატუსი აქვს. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი კერძო მესაკუთრეებს კუთვნილ უძრავ ქონებას იძულებით ჩამოართმევს.
2 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ექვსი მეპატრონე ჰყავს,...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრები: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი გოჩა...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში გზის კეთილმოწყობა მალე დასრულდება.
კასპის მერიის ცნობით, გზის სიგრძე 1 075 გრძივი მეტრია, რომლის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 “აწარმოებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მასზე 602 876 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა დაათვალიერეს.
"გზის ირგვლივ მდებარეობს სამთავისი-კასპის ეპარქია...
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
უწყების ცნობით, ღონისძიება გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები და დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები გააცნო. მან, ასევე, 2018 წლის ბიუჯეტით გაწერილ სამოქმედო გეგმასა და სამომავლო ღონისძიებებზე ისაუბრა.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელზეც მოწვეულმა სტუმრებმა საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის...
კარგი ამბები ხდება აჭარის მაღალმთიანეთში - ქედას და ხულოს ოთხ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა სათემო შეხვედრებს მართავს, პრობლემების იდენტიფიცირებას ახდენს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მისი გადაჭრის გზებს სახავს და მზად არის, თავად ჩაერთოს სოფლისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტაში.
მას შემდეგ, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდა, დასახლებებს მცირე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხები, ფაქტობრივად, არ აქვთ. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები მწირია, რის გამოც სასოფლო გზების,...
გორის მუნიციპალიტეტის მერია სუხიშვილისა და სტალინის ქუჩებზე სკვერებს მოაწყობს. უწყებამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 42 944 ლარია.
მერიის ცნობით, სკვერების მოწყობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გათვალისწინებული. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 24 მაისია. სამუშაოების ხანგრძლივობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე.
კოდის სათემო განათლების ცენტრში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ პრეზენტაცია გაიმართა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები: ეკონომიკის სფეროში, ტურიზმთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება; საზღვრის ორივე მხარეს ტურისტული პოტენციალის გაზრდა; ტურისტული ბიუროების, ოპერატორების, საინფორმაციო ცენტრების, გიდების და სასტუმროების ქსელების და ასოციაციების შექმნა; განჯა-გაზახსა და ქვემო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































