გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი გზის ასაშენებლად კერძო მესაკუთრეებს ქონებას ჩამოართმევენ

777

საავტომობილო გზების დეპარტამენტს კერძო მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანება გუშინ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ქონება, რომელიზეც გზა გადის, მესაკუთრეებმა არ დათმეს, რის გამოც პროექტის განხორციელებას საფრთხე შეექმნა. პროექტს საზოგადოებრივი საჭიროების მქონეს სტატუსი აქვს. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი კერძო მესაკუთრეებს კუთვნილ უძრავ ქონებას იძულებით ჩამოართმევს.

2 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ექვსი მეპატრონე ჰყავს, მალე სახელმწიფოს გადაეცემა. მესაკუთრეებს კი გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ერთთვიანი ვადა აქვთ.