გორში მდინარე მეჯუდის საფეხმავლო ხიდზე ახალ მოაჯირებს აკეთებენ

642

წინა სტატია

26 მაისის სანაპიროს მიმდებარედ, მდინარე მეჯუდაზე არსებულ საფეხმავლო ხიდზე ახალ მოაჯირებს აკეთებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გორის მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.

აღნიშნული ხიდი წმინდაწყლის დასახლების, კერძოდ, ჯორბენაძის ქუჩის მცხოვრებლებს ყოფილ აგრარული ბაზრის ტერიტორიასთან აკავშირებს. ამ ხიდით სარგებლობენ ასევე ,,გორიგაზის” მომხმარებლები, აგრეთვე, სასამართლოსკენ მიმავალი მოქალაქეები.