გორის მუნიციპალიტეტის მერია სუხიშვილისა და სტალინის ქუჩებზე სკვერებს მოაწყობს. უწყებამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 42 944 ლარია.
მერიის ცნობით, სკვერების მოწყობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გათვალისწინებული. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 24 მაისია. სამუშაოების ხანგრძლივობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე.