ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის ხანდოს ხეობაში, წითლიანების დასახლების წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდა სათავე ნაგებობა და თვითდენითი წყალსადენი.
დუშეთის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება 120-მდე ოჯახი.
როგორც უწყებაში ამბობენ, წყალმომარაგების ქსელზე მიმდინარე სამუშაოების გარდა, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები ხანდოს ხევზე, სადაც იწმინდება სტიქიით დაზიანებული კალაპოტი, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის...
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ცაგერში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ ადგილობრივ ფერმერებს პროექტის კოორდინატორებმა პროგრამის შინაარსი და პირობები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სოფლად გააშენონ ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულის, დაფნის, კენკროვანი ბაღები, ყვავილების კულტურები, გადაიარაღონ სასათბურე მეურნეობა, მოაწყონ მეფუტკრეობის მეურნეობები.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ...
სანატორიუმი აბასთუმანში, რომელშიც ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი ლადო ასათიანი ცხოვრობდა, დანგრევის პირასაა. შენობა, მიმდინარე წელს, აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა. სანატორიუმი, რომელშიც ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა პოეტი 1940–1942 წლებში მკურნალობდა ავარიულია. ოთახების უმეტეს ნაწილს ჭერი და იატაკი აქვს ჩანგრეული. სახურავიდან წყალი ჩადის და შენობას ანადგურებს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
სანატორიუმს, რომელშიც ლადო ასათიანის პალატა იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობა კერძო საკუთრებაშია...
ბორჯომში, დაბა ბაკურიანში სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება, რისთვისაც 140 000 ლარია განსაზღვრული. შენობის აშენება ბაკურიანში "ჯეო ჰოსპიტალსის" მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ამ ეტაპზე, მიწის ნაკვეთის გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ბაკურიანში მერის წარმომადგენლის გოჩა გობრონიძის განმარტებით, ცენტრის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
წინა სტატია
გურჯაანის მე-2, მე-3 და სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღებში, სადაც სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდა, მუშაობა განახლდა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბაღებს საწარმოო პროცესი 5 მაისს შეუჩერეს.
გურჯაანის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი აცხადებს, რომ სეს-ის მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შემოწმების აქტი ამ დრომდე არ ჩაბარებია.
"შემოწმების აქტი არ მიმიღია, შესამაბისად იურიდიულად არც გვევალებოდა ბაღები დაგვეხურა, მაგრამ გავითვალისწინეთ...
ხაშურის მე-7 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება.
მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 907 000 ლარამდეა, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
„ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული დაწესებულება ჩვენს მუნიციპალიტეტში. ახალი სასწავლო წლიდან მე-7 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სწავლის გაგრძელებას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაღში შეძლებენ, სადაც მათი განვითარებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი“, - განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის...
კომპანია „სიტი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. ამის შესახებ „სიტი პარკის“ იურისტმა თამარ შუბითიძემ თქვა. შუბითიძის განცხადებით, კომპანია „ფრეშ ფილდი“ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„კომპანია „ფრეშ ფილდის“ მიერ უკვე გაგზავნილია მოთხოვნა მერიაში საქმის მასალების გადაცემისა და შეხვედრების ჩანიშვნის მოთხოვნით, რათა დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და ჩაერთონ პროცესში. ეს არის კომპანია, რომელიც შემდგომში, მოლაპარაკების...
წინა სტატია
ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. მათი მოთხოვნა უცვლელია - შესაბამისმა უწყებებმა დაადგინონ კერძო სადგურების გახსნის კანონიერება და მიზანშეწონილობა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალაქში მოქმედი კერძო სადგურები უნდა დაიხუროს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ავტოსადგურების წესებსა და პირობებს.
ამასთან, ისინი ორი დღის წინ დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამ დროისთვის დედაქალაქის მიმართულებით რგინიგზის...
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსი, რომლის გახსნაც აპრილში იგეგმებოდა, სექტემბერში გაიხსნება. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა საკონფერენციო დარბაზებით, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ოთახებით, მილიონიანი წიგნადი ფონდის საცავით აღიჭურვება. ბიბლიოთეკა ღია იქნება, როგორც სასწავლებლის სტუდენტებისთვის ასევე ნებისმიერი მსურველისთვის.
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს სს"სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი" ახორციელებს. "სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა" წერეთლის უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის...
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლი ივნისის ბოლოდან ყოველ დღე იმუშავებს. სარკინიგზო რეისი საზღვაო სეზონთან დაკავშირებით დაინიშნება. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
ქუთაისიდან მატარებელი (რკინისგზის სადგურ ქუთაისი #1-დან) 10:25 წუთზე გავა და ბათუმში 13:28 წუთზე ჩავა. უკან, მატარებელი ბათუმიდან 23:25 წუთზე გამოვა და ქუთაისში 02:20 წუთზე იქნება.
მგზავრობის ღირებულება სავარაუდოდ 6 ლარი იქნება, ხოლო 5 წლამდე ასაკის ბავშვები მგზავრობის საფასურის გადახდისგან განთავისუფლდებიან.
2017 წელს იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კვებისა და რესტორნების მომსახურების ხარჯებმა 13,866 ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, აღნიშნულ ინფორმაციას ფეისბუკგვერდი -"ფლანგვის დეტექტორი" საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებული კვლევის საფუძველზე აქვეყნებს. ინფორმაცაის "ნიუპრესი" წერს.
"იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ვანი-ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, გივი ჭიჭინაძემ, 2016-2017 წლებში – თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომელმაც ჯამში 70,800 ლარი შეადგინა – 73,750 ლარის პრემია-დანამატი აიღო (2016:...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მუნიციპალიტეტის მერიაში მონადირეთა ჯგუფის შექმნის შესახებ ბრძანება 2018 წლის 1 თებერვალს გამოსცა. ბრძანების თანახმად, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისთვის ზიანის აცილების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 8 ინდივიდის რაოდენობის გარემოდან ამოღებისთვის“ რვაკაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ნიკოლოზ გობრონიძე ხელმძღვანელობს. ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
ჯგუფის შექმნიდან რამდენიმე დღეში, 2018 წლის 6 თებერვალს,...
თბილისის მერს კახა კალაძეს ნაციონალურ მოძრაობასთან შეთავაზება აქვს. კალაძის თქმით, თბილისის მერია მზად არის ნაციონალურ მოძრაობას ერთ ლარად გადასცეს თბილისში მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"რაც შეეხება მიწისქვეშა პარკინგებს, ჩვენ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა და მზად ვართ 1 ლარად გადავცეთ ეს კონკრეტული, გამოყოფილი ადგილები (ინვესტორებს). მინდა ასევე ნაციონალურ მოძრაობას შევთავაზო: ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ 1 ლარად გადავცეთ ეს მიწები და...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველიო ჯახებისთვის სახლების ასაშენებლად ტენდერს აცხადებს. საუბარია სოფელ ახალაბასთუმანში, ჯუმსა და რიყის ადმინისტრაციულ ერთეულებში ორი ოროთახიანი და ერთი სამოთახიანი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 974 ლარია. წინადადებების მიღება 20 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.
ზუგდიდის მერიის კომისიამ სახლების მშენებლობაზე, წელს, ჯამში 132 მოქალაქის განცხადება მიიღო, საიდანაც მერიის ინფორმაციით, უპირატესობა მიენიჭება...
ქობულეთში სეზონურად შეზლონგების განთავსებისთვის პლაჟი 5 ზონად დაიყო. აუქციონში მონაწილეობა მსურველებს 30 მაისს შეეძლება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
საწყისი საიჯარო ფასი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრა და 240-დან 540 ლარამდე მერყეობს.
ამ მხრივ ყველაზე მოთხოვნადი ფიჭვნარის სანაპირო ზოლია. რაც შეეხება ტურისტული ობიექტების განთავსებას მეწარმეებმა განცხადებით მერიას უნდა მიმართონ. თვითმმართველობა საკითხს კომისიური წესით განიხილავს.
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები მუნიციპალიტეტებში რამდენიმე დღეში დაიწყება. ღონისძიებების მოწყობაში ზოგიერთ მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაეხმარება. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
კერძოდ, გორისა და რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დროშებსა და ბანერებს დაამონტაჟებენ. სამინისტროს ასეთი ყურადღება კიდევ შემდეგი ქალაქების: ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის, ქ. ახალციხის, ქ. ოზურგეთის, ქ. ქ....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































