საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები მუნიციპალიტეტებში რამდენიმე დღეში დაიწყება. ღონისძიებების მოწყობაში ზოგიერთ მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაეხმარება. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
კერძოდ, გორისა და რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დროშებსა და ბანერებს დაამონტაჟებენ. სამინისტროს ასეთი ყურადღება კიდევ შემდეგი ქალაქების: ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის, ქ. ახალციხის, ქ. ოზურგეთის, ქ. ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისისა და ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტებმა დაიმსახურეს.