კალაძე მზადაა მერიამ ნაციონალურ მოძრაობას მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები 1 ლარად გადასცეს

496

თბილისის მერს კახა კალაძეს ნაციონალურ მოძრაობასთან შეთავაზება აქვს. კალაძის თქმით, თბილისის მერია მზად არის ნაციონალურ მოძრაობას ერთ ლარად გადასცეს თბილისში მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“რაც შეეხება მიწისქვეშა პარკინგებს, ჩვენ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა და მზად ვართ 1 ლარად გადავცეთ ეს კონკრეტული, გამოყოფილი ადგილები (ინვესტორებს). მინდა ასევე ნაციონალურ მოძრაობას შევთავაზო: ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ 1 ლარად გადავცეთ ეს მიწები და ვნახოთ აბა რისი გამკეთებლები არიან”, – თქვა კალაძემ “იმედის კვირასთან”.

4 მაისს თბილისის საკრებულომ სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის საკითხს მხარი დაუჭირა.