ვაკის გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბურკიაშვილის N15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც გამგეობასი აცხადებენ, ამ ეტაპზე, რკინაბეტონის კედლის ნაწილი უკვე აშენებულია.
პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის 14 მეტრამდე სიგრძისა და 5.5 მეტრამდე სიმაღლის დამცავი კედელი მოეწყობა.
უწყების ინფორმაციით, ამავე ქუჩაზე, საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია და გარეგანათების მონტაჟია დაგეგმილი.
გამგეობის ინფორმაციით, მუხიანში, პირველი მ/რ-ის N12 კორპუსის მიმდებარედ და კიდევ 12 მისამართზე, მცირე ზომის სკვერები მოეწყობა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, ბავშვებისთვის გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კერძოდ, განთავსდება კაუჩუკის საფარი და სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი. ასევე, მოეწყობა სკვერში მისასვლელი ბილიკები.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 230 481 ლარი გამოიყოფა.
სკვერების მოწყობის სამუშაოები, რომელსაც შპს „ჩვენი ჯგუფი“ აწარმოებს, აგვისტოს დასაწყისში...
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთი თვის წინ დაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადგილობრივები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე N5 ბინასთან, ტროტუარზე ბალახი გზის მოასფალტების დასრულებიდან, რამდენიმე კვირაში შეამჩნიეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.
"ვუთხარი, ახალი ფენა გადააგეთ ან რამე დაასხით ეს მცენარეები რომ გახმნენ–მეთქი. ასფალტის დაგებიდან ერთ თვეში რომ ასეთი სიტუაციაა, მერე რა იქნება წარმოგვიდგენია",...
წინა სტატია
პრემიერი, ბატონის ციხის ტერიტორიაზე ახალ მუზეუმს 16 მაისს 2 საათზე გახსნის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ერეკლე მეფის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აშენდა საგამოფენო სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი, მოეწყო შიდა და გარე კაფეები და ამფითეატრი.
თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის განცხადებით, " ბატონის ციხის" კომპლექსი ტურისტებს 20 მაისიდან უმასპინძლებს.
"ბატონის ციხის რეაბილიტაცია...
წინა სტატია
15 მაისიდან, საბურთალოს ხაზზე, მოსახლეობას ორი, სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა მოემსახურება. ვაგონები სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლდა. კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, განახლებული ვაგონით მეტროსადგურ „დიდუბემდე“ იმგზავრა.
„მეტროსადგურის ვაგონების ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დასრულდა და ხაზზე გამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ მათი რეაბილიტაცია საქართველოში ჩატარდა. ვაგონები თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქარხანაში, სადაც სამუშაოები ჩატარდა,...
წინა სტატია
,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი”, ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში”.
პროექტის ფარგლებში, ქობულეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგ-კურსი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციას, უფლებამოსილებების სახეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს ეხებოდა.
ტრენინგი ორ ნაწილად ჩატარდა. I ნაწილში – “რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა” – განიხილებოდა შემდეგი თემები: ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და სამართლებრივი საფუძვლები; ხელისუფლების...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბაკურიანში გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი 14 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 30 მაისიდან დაიწყება და ოთხ ივნისს დასრულდება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაბა ბაკურიანში მოასფალტდება ბასიანის, ლებანიძის, ახალშენის (იაშვილის), თორის და ხერგიანის ქუჩები. ჯამში, ბაკურიანში 1.693 მეტრის გზა მოასფალტდება.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს, აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი 21:00-დან 01:00 საათამდე, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.
უწყების ცნობით, მუზეუმების ტერიტორიაზე გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ღვინის დეგუსტაცია, პოეზიის საღამო და სხვა ღონისძიებები.
აქციაში მონაწილე რეგიონებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ხოლო, თბილისის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და 16 საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე. ასევე ,განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური საკითხები და იმსჯელეს სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაში საზედამხედველობის როლზე.
„საზედამხედველო ორგანიზაციებს ძალიან დიდი როლი...
ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას - არანაკლებ 1 მეტრისა. დადგენილება 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს.
იმავე დადგენილების თანახმად, რომელიც სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს, ყოველ საფლავზე გამოიყოფა 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია, რომლის საფასური 60 ლარია. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ...
გორის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ხვითთან, დაახლოებით, 1 კმ სიგრძის გზაზე ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები ზაფხულში განხორციელდება, დაიწყება რკინიგზის გადასასვლელიდან და დამთავრდება სოფლის ცენტრამდე.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 682 500 ლარია გათვალისწინებული. საპროექტო ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 20 წელზე მეტია არ ჩატარებია.
,,ასფალტის საფარი პრაქტიკულად არ არის შემორჩენილი და გაჩენილი ორმოები...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მშობლებს სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს. კერძოდ, ამოქმედდა ქოლცენტრი „სერვის+“, რომლის დახმარებითაც მშობლები შეძლებენ პასუხი მიიღონ ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც მუნიციპალურ ბაღებთან და მათ მართვასთან დაკავშირებით გააჩნიათ.
შემოსულ ზარს ავტომოპასუხე სასურველ განყოფილებასთან გადაამისამართებს, სადაც მოქალაქე ბავშვთა კვებისა და მეთოდოლოგიის, აღსაზრდელთა რეგისტრაციის, იურიდიული საკითხების, შესყიდვების, ფინანსებისა და საკადრო საკითხების შესახებ პასუხს პროფესიონალი კონსულტანტებისგან მიიღებს.
სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერია: 2 37 82 43.
ქალაქ გორში გოგოებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წლის ივნისიდან დაიწყება და 150 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გორის მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მოიცავს მონაკვეთს, კახნიაშვილის ქუჩისა და ,,26 მაისის სანაპიროს“ შორის, სულ 360 მ სიგრძეზე. ასევე, მოწესრიგდება საკათედრო ტაძრის (ყოფილი ფრანგების ეკლესია) მიმდებარე ტერიტორია.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 1,2 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლის დიდ ნაწილს საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან დაფარავენ....
საბერძნეთში, კურორტ კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო კონგრესი მიმდინარეობს, სადაც ბაკურიანი 2023 წელს სნოუბორდსა და ფრისტაილში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური კანდიდატის სახელითაა წარმოდგენილი. უმასპინძლებს თუ არა ბაკურიანი, 2023 წელს, სნოუბორდსა და ფრისტაილში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატს, ეს 17 მაისს გახდება ცნობილი. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
რიგით 51-ე კონგრესი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერაა ორგანიზებული. კონგრესსზე, ბაკურიანის მხარდამჭერები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები...
„რატომ უნდა ესტუმრო ბორჯომს“ - ამის შესახებ სტატიას ჰოლანდიურ გამოცემაში უახლოეს მომავალში დაბეჭდავენ.
როგორც მერიაში აცხადებენ, ბორჯომს 14 მაისს ჰოლანდიიდან ჟურნალისტები ესტუმრნენ, რომლებმაც სტატია ბორჯომის შესახებ უნდა მოამზადონ.
ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ცენტრალური პარკი, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის ისტორიული შენობა, გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას - როგორც მაღალი კლასის სასტუმრო-რეკრეაციულ ცენტრებს, ასევე საოჯახო სასტუმროებს.
ასევე, მოისმინეს ბორჯომის ისტორია - წყაროების აღმოჩენის, ბორჯომის, როგორც კურორტის წარმოშობისა...
ბათუმის მერიაში ქალაქის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
ტურისტული სეზონის დაწყებამდე გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური, ქალაქის ტერიტორიაზე ნახევარ მილიონ ყვავილს და 3000 ხე-მცენარე დარგავს. პარალელურად კი, რეაბილიტირებულ ქუჩებზე ჩაატარებს გამწვანების სამუშაოებს.
ასევე, ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნაშია შპს "სანდასუფთავება“, რომელიც ცენტრალურ ქუჩებს დღეში 2-ჯერ , ხოლო, ცხელ ამინდში კი ყოველდღიურ რეჟიმში მორეცხავს. ნაგავშემკრებ კონტეინერებს დღეში 4-ჯერ დაცლის,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































