გამგეობის ინფორმაციით, მუხიანში, პირველი მ/რ-ის N12 კორპუსის მიმდებარედ და კიდევ 12 მისამართზე, მცირე ზომის სკვერები მოეწყობა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, ბავშვებისთვის გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კერძოდ, განთავსდება კაუჩუკის საფარი და სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი. ასევე, მოეწყობა სკვერში მისასვლელი ბილიკები.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 230 481 ლარი გამოიყოფა.
სკვერების მოწყობის სამუშაოები, რომელსაც შპს „ჩვენი ჯგუფი“ აწარმოებს, აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.