ბაკურიანში შიდა გზების მოასფალტება იწყება

823

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბაკურიანში გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი 14 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 30 მაისიდან დაიწყება და ოთხ ივნისს დასრულდება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაბა ბაკურიანში მოასფალტდება ბასიანის, ლებანიძის, ახალშენის (იაშვილის), თორის და ხერგიანის ქუჩები. ჯამში, ბაკურიანში 1.693 მეტრის გზა მოასფალტდება.