ქობულეთში ახალგაზრდებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ტრენინგ-კურსი ჩატარდა

786
,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი”, ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში”.

პროექტის ფარგლებში, ქობულეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგ-კურსი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციას, უფლებამოსილებების სახეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს ეხებოდა.

ტრენინგი ორ ნაწილად ჩატარდა. I ნაწილში – “რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა” – განიხილებოდა შემდეგი თემები:  ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და სამართლებრივი საფუძვლები; ხელისუფლების ვერტიკალური დაყოფა და დეცენტრალიზაციის მნიშნველობა;

ასევე, კურსის პირველი ნაწილი მოიცავდა პრაქტიკული სავარჯიშოებს თემაზე: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გამიჯვნა; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეები: ა) მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები, ბ) მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები; ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა: საკრებულო, მერია;

II ნაწილში – ” ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები” – განიხილებოდა შემდეგი თემები: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები; დასახლების საერთო კრება; პეტიცია; სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა; სამოქალაქო ბიუჯეტი; მონაწილეობის საერთაშორისო მაგალითები: ადგილობრივი რეფერენდუმები, საზოგადოებრივი კონსულტაციები, თანამონაწილეობითი დაგეგმვა;

კურსის მეორე ნაწილში ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშო, თემაზე –  “პრობლემის შერჩევა და მისი ადვოკატირება (სიმულაცია)”.

ტრენინგი ქალაქ ქობულეთში 13 მაისს გაიმართა. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.