19 მაისს ღამის საათებში მუზეუმების დათვალიერება უფასო იქნება

1131

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს, აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი 21:00-დან 01:00 საათამდე, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

უწყების ცნობით, მუზეუმების ტერიტორიაზე გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ღვინის დეგუსტაცია, პოეზიის საღამო და სხვა ღონისძიებები.

აქციაში მონაწილე რეგიონებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ხოლო, თბილისის მუზეუმებზე ინფორმაციის სანახავად გადადით აქ.

აქციას „ღამე მუზეუმში“ – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.