გორის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ხვითთან ასფალტი დაიგება

1071

გორის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ხვითთან, დაახლოებით, 1 კმ სიგრძის გზაზე ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები ზაფხულში განხორციელდება, დაიწყება რკინიგზის გადასასვლელიდან და დამთავრდება სოფლის ცენტრამდე.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 682 500 ლარია გათვალისწინებული. საპროექტო ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 20 წელზე მეტია არ ჩატარებია.

,,ასფალტის საფარი პრაქტიკულად არ არის შემორჩენილი და გაჩენილი ორმოები არსებულ გზაზე არ არის შესრულებული როგორც გრძივი, ასევე განივი წყალმოცილება, სანიაღვრე სისტემა ძირითადად მოუწყობელია, წვიმიან ამინდებში არსებული ორმოები იფარება წყლით და სახიფათოს ქმნის გადაადგილებას.“ – აღნიშნულია საპროექტო ორგანიზაციის მიერ შედგენილ დასკვნაში.