დიდ დიღომში, სამ მისამართზე: თავდადებულის ქუჩის N4-ის, N14-ისა და გიორგი ბრწყინვალეს N1-ის მიმდებარე ტერიტორიებზე სკვერი მოეწყო. საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, სამივე სვერში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. სამივე სკვერში განთავსდა საბავშვო გასართობი მოედნები და დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონები. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 219 000 ლარი გამოიყო. „განვაგრძობთ დიდი დიღმის განვითარებას, სადაც მოსახლეობისთვის კიდევ სამი დასასვენებელი სივრცე მოეწყო....
თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოში  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესა და იტალიის ელჩის მოადგილეს სტეფანო კრეშენცის შეხვედრაზე იმსჯელეს. თბილისის საკრებულოს ცნობით, შეხვედრას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილიც ესწრებოდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე, წარმოშობით იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის შეეხო. „დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის რომელიმე ქუჩისთვის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების საკითხი განვიხილეთ. მივიღეთ...
მერიის ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტში ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდინარე ხობზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 598 765 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს. ახალი ხიდის სიგრძე 113 მეტრი, ხოლო სიგანე 8 მეტრი იქნება. სამუშაოზე დასაქმებულია 15 მუშახელი. "ხიდი, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში აშენდა; ხოლო, 1993 წელს აფეთქების შედეგად...
მერიის ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში გზა მობეტონდა და სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტის საერთო ღირებულება 152 783 ლარს შეადგენს. "სოფლის გზებისა და წყალსადენი სისტემების მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ასფალტო–ბეტონის საფარიანი გზების მოწყობისთვის 1 200 000–მდე ლარი დაიხარჯება",-აღნიშნავენ მერიაში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების გეგმაში ცვლილელები შევიდა. ცვლილების მიხედვით, ეთნოგრაფიული მუზეუმის, კვების ობიექტისა და სათხილამურო აღჭურვილობისთვის განკუთვნილი შენობისთვის ადგილები განისაზღვრა. სასტუმროს ტიპის შენობის ნაცვლად კი 7 კოტეჯი დაიდგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით ხულოს საკრებულოს სხდომაზე ხმაურის ფონზე იმსჯელეს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები ირწმუნებიან, რომ განაშენიანების გეგმა მთავრობის წევრების ახლობლებზეა მორგებული. ბრალდებას ხულოს მერიაში არ იზიარებენ. მერის მოადგილის განცხადებით, არც ერთი მშენებარე...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, შენობის ინტერიერის კეთილმოწყობა დასრულების ფაზაშია და შემდეგ გარეფასადის მოპირკეთება დაიწყება. როგორც მერიაში აღნიშნავენ, პროექტი გარდამავალია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. მშენებლობას ტენდერით გამოვლენილი ინდ. მეწარმე „ქებულ აბაშიძე“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 278 200 ლარს შეადგენს. "საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი და სამშენებლო სამუშაოებზე 8...
ქობულეთის მერიის ა(ა)იპ სამსახურების თანამშრომლებს ხელფასები 30%-ით გაეზარდათ. გადაწყვეტილება 18 მაისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ქობულეთის მერის მოადგილის თქმით, თანხები შემოსულობების და ეკონომიების შედეგად გამოიყო. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ასევე ბიუჯეტში კორექტირების შედეგად 2 600 ლარი გამოიყო ბალახის საცელი 2 აპარატის შესაძენად, 8 475 ლარი უპატორონო ცხოველების გაუვნებელყოფისთვის, 35 924 ლარი კი სანაპიროზე მდინარეების: კინტრიშისა და დეხვას კალაპოტის გასწორებისთვის.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზინტერკონტი"-ს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. ფონდ „აფხაზინერკონტმა“ (AIC) – 2018 წლის მარტის თვიდან დაიწყო პროექტის – „იგპ –თა თემის ინიციატივები ღირსეული ცხოვრებისათვის“, რომელიც განხორციელდება იმერეთის რეგიონის, ხონის სამხედრო დასახლებაში. უწყების ცნობით, პროექტი 25 მაისს დასრულდება. პროექტი დაფინანსებულია ლტოლვილთა დანიის საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) მიერ პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში. როგორც მერიასი აცხადებენ, AIC-ის პროექტის...
19 მაისს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართება. სპორტულ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ადგილზე განხორციელდება. თბილისის მერიის ცნობით, ფესტივალი, გარდა სპორტული აქტივობებისა, კულტურულ და საგანმანათლებლო ნაწილსაც მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა ART მარკეტი, სადაც საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში აქტიური იქნება საბავშვო გასართობი კუთხე. საფესტივალო დღე „სალიოს“ კონცერტით დაიხურება,...
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, "ფონდი სოხუმის“ ორგანიზებით თემაზე - „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“ მსჯელობა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა, ძირითადად, ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს შეეხო, კერძოდ: როგორ უნდა დაინერგოს გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ დონეზე, რა უნდა გაითვალისწინონ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი...
წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრმა" წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიოტორიაზე, დაზიანებული ქანდაკებები აღადგინა. უწყების ცნობით, დაზიანებულ ძეგლების რესტავრაციის შემდეგ, ქანდაკებების ფერი და ფორმა სრულიად აღადგინეს. "ქანდაკებები სახელწოდებებით "გოგონა ბურთით“, "ქალი ქართულ სამოსში“ და "მორბენალი გოგო“ - ცენტრალურ პარკში კურორტის აღმშენებლობის დროს, 50-იან წლებში, ჯანმრთელობის სიმბოლოდ დაიდგა და დღემდე წყალტუბოს ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა",- ღნიშნავენ მერიაში.
ქალაქ ტყიბულში. ბარათაშვილისა და ჭელიშვლის ქუჩებზე, შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ამისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 954 165 ლარი გამოიყო. "პროექტი 41 მიმართულებით, შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებდა. სამუშაოები 29 მიმართულებით უკვე შესრულებულია, ხოლო 10 ქუჩის კეთილმოწყობა ივნისის ბოლომდე უნდა დასრულდეს",- ნათქვამია ინფორმაციაში. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ა.ლ.მ. ევროტექნიქსი“...
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რესპუბლიკის ქუჩაზე, ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კი ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნულ ქუჩაზე, ლტოლვილთა საცხოვრებელ კორპუსს შიდა სარემონტო სამუშაოები უტარდება. "სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, რაც შეეხება ლტოლვილთა საცხოვრებელს აქ სამუშაოები აქტიურ პროცესშია და როგორც შემსრულებელმა კომპანია შპს ,,ამაგის" წარმომადგენლები აღნიშნავენ, სამუშაოები, დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
როგორც ახალციხის მუნციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფელ აწყურში კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, დაგეგმილია კულტურის სახლის ფასადის, მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიისა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში შეიღებება ღობეები, სპორტულ მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი, ეზოში მოეწყობა გარეგანათება, ავტოსადგომი, მისასვლელ გზაზე არსებულ ხევზე გადასასვლელი ხიდი და საყრდენი კედლები. ეზოში კი დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი. "გასულ წელს...
მერიის ინფორმაციით, დაბა ადიგენში ერისთავის, ზაზაშვილის, ბალახაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სარინელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში თერთმეტ საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება,. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 592 968 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის 24 აპრილს დაიწყო და 24 აგვისტოს დასრულდება.  
თბილისში, მზიურის პარკში 3 ივნისს ფერების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. ერთდღიანი ფესტივალის ფარგლებში ქართული ჯგუფების: რეზო და ბავშვების, ჯგუფი არასა და Percduo-ს კონცერტები გაიმართება. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ