ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, “ფონდი სოხუმის“ ორგანიზებით თემაზე – „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“ მსჯელობა გაიმართა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა, ძირითადად, ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს შეეხო, კერძოდ: როგორ უნდა დაინერგოს გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ დონეზე, რა უნდა გაითვალისწინონ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი და რატომაა ის საჭირო.
“გენდერული პოლიტიკის ფორმირება მუნიციპალიტეტში საწყის ეტაპზეა, ამიტომ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა ფონდ სოხუმთან”,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.