ქალაქ ტყიბულში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1182

ქალაქ ტყიბულში. ბარათაშვილისა და ჭელიშვლის ქუჩებზე, შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ამისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 954 165 ლარი გამოიყო.

“პროექტი 41 მიმართულებით, შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებდა. სამუშაოები 29 მიმართულებით უკვე შესრულებულია, ხოლო 10 ქუჩის კეთილმოწყობა ივნისის ბოლომდე უნდა დასრულდეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ა.ლ.მ. ევროტექნიქსი“ აწარმოებს.

როგორც მერიასი აღნიშნავენ, პროექტზე ძირითადათ ადგილობრივები არიან დასაქმებულები.