ფესტივალი „თბი ლისი“ 19 მაისს განახლდება

1179

19 მაისს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართება. სპორტულ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ადგილზე განხორციელდება.

თბილისის მერიის ცნობით, ფესტივალი, გარდა სპორტული აქტივობებისა, კულტურულ და საგანმანათლებლო ნაწილსაც მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა ART მარკეტი, სადაც საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში აქტიური იქნება საბავშვო გასართობი კუთხე. საფესტივალო დღე „სალიოს“ კონცერტით დაიხურება, რომელიც 18:00 საათიდან გაიმართება.

მერიის განცხადებით,  საფესტივალო ღონისძიებები შემოდგომამდე ყოველ შაბათს გაიმართება.