დიდ დიღომში, სამ მისამართზე: თავდადებულის ქუჩის N4-ის, N14-ისა და გიორგი ბრწყინვალეს N1-ის მიმდებარე ტერიტორიებზე სკვერი მოეწყო.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, სამივე სვერში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.
სამივე სკვერში განთავსდა საბავშვო გასართობი მოედნები და დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონები.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 219 000 ლარი გამოიყო.
„განვაგრძობთ დიდი დიღმის განვითარებას, სადაც მოსახლეობისთვის კიდევ სამი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ვზრუნავთ, რომ ყველა თაობის წარმომადგენელმა კეთილმოწყობილ გარემოში დაისვენება შეძლოს. მიმდინარე წელს, დიდ დიღომში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა.