კურორტ ”გოდერძის” განაშენიანების გეგმაში ცვლილებები შევიდა

1797

კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების გეგმაში ცვლილელები შევიდა. ცვლილების მიხედვით, ეთნოგრაფიული მუზეუმის, კვების ობიექტისა და სათხილამურო აღჭურვილობისთვის განკუთვნილი შენობისთვის ადგილები განისაზღვრა. სასტუმროს ტიპის შენობის ნაცვლად კი 7 კოტეჯი დაიდგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით ხულოს საკრებულოს სხდომაზე ხმაურის ფონზე იმსჯელეს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ირწმუნებიან, რომ განაშენიანების გეგმა მთავრობის წევრების ახლობლებზეა მორგებული. ბრალდებას ხულოს მერიაში არ იზიარებენ. მერის მოადგილის განცხადებით, არც ერთი მშენებარე კომპანია მმართველი გუნდის წევრებთან დაახლოებული არ არის.

ლაშა ბოლქვაძის განცხადებით, მერიის მიერ 7 სასტუმროს მშენებლობის ნებართვაა გაცემული, ასევე 5 განაცხადია შესული მშენებლობების დაწყების ნებართვაზე. განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები 633 ჰექტარზე მიმდინარეობს.