ქობულეთის მერიის ა(ა)იპ სამსახურების თანამშრომლებს ხელფასები 30%-ით გაეზარდათ. გადაწყვეტილება 18 მაისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ქობულეთის მერის მოადგილის თქმით, თანხები შემოსულობების და ეკონომიების შედეგად გამოიყო. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ასევე ბიუჯეტში კორექტირების შედეგად 2 600 ლარი გამოიყო ბალახის საცელი 2 აპარატის შესაძენად, 8 475 ლარი უპატორონო ცხოველების გაუვნებელყოფისთვის, 35 924 ლარი კი სანაპიროზე მდინარეების: კინტრიშისა და დეხვას კალაპოტის გასწორებისთვის.