თბილისში 500-ზე მეტი მეწყერსაშიში ზონაა. პოტენციურად ყველა ფერდობი ეროზიის, ქვათაცვენის, კლდეზვავის ან მეწყრის რისკის შემცველია. ამის მიუხედავად, ასეთ ზონებში მშენებლობები ისევ გრძელდება. ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროს მერაბ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 1 წელიწადში შეიქმნება გეოლოგიური საფრთხეების ზონების რუკა, სადაც გამოყოფილი იქნება ტერიტორიები გეოლოგიური საშიშროებიდან გამომდინარე. მსგავსი კვლევა ქვეყანაში პირველად...
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს, 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. მისი საწყისი ფასი 482 250 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კერძო საკუთრებაში არსებულ და იპოტეკით დატვირთულ მიწის ნაკვეთს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ყიდის. ნაკვეთის აღწერილობაში მითითებულია, რომ მესაკუთრეს იპოთეკით დატვირთულ ფართზე 5358.53 ლარის დავალიანება დაუგროვდა და ამ თანხის მოცულობა იზრდება.
როგორც გამოცემის წერს, საჯარო...
კახეთში ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში კახეთში 20 000 საერთაშორისო ვიზიტორი ჩავიდა. 2017 წელს კი რეგიონს ამავე პერიოდში 15700 ვიზიტორი ეწვია. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"ვიზიტორთა რაოდენობამ თელავშიც მოიმატა. ჩვენს ქალაქს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ, მაგრამ უმრავლესობა მაინც რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მოქალაქეა", -განაცხადეს თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განყოფილებაში.
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დამატებითი გამოიყო 25 ახალი ავტობუსი, რაც ასევე კრიტიკულად გადატვირთულ ხაზებს დაემატება.
"გამოიყო 25 დამატებითი ავტობუსი, რაც თავისთავად იქნება დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთიდან მეორე წერტილამდე გადაადგილებისას მეტად კომფორტულად იგრძნონ თავი. გაიხსნა 7 სრულიად ახალი მარშუტი, რომელიც თბილისს აქამდე არ ჰქონდა.
ახალი მარშრუტები იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:
•...
მერიის ინფორმაციით, ბათუმის მასშტაბით ზებრა გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პარალელურად გზაგამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება მიმდინარეობს.
სამუშაოებს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.
"საგზაო მონიშვნის სამუშაოები საჭიროებისამებრ, მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელდება, აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 265 ათას 500 ლარი გამოიყო",-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წინა სტატია
საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხისა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიონი ლარია.
"საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, 5 სოფელში მცხოვრები 6 ათასამდე ადამიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ბევრ მუნიციპალიტეტში გვაქვს მსგავსი პრობლემა და ვცდილობთ, ეტაპობრივად ყველგან მივხედოთ წყლის და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას“-...
წინა სტატია
თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება. დაახლოებით 1-ელი ნოემბრიდან უკვე რეგისტრაცის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"ტაქსებთან დაკავშირებით პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი. რამდენიმე დღეში ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას საკრებულოს მიერ გამოსაცემ ორ აქტზე. პარლამენტმა კანონი მიიღო იმისთვის, რომ შეექმნა საფუძველი...
წინა სტატია
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე თქვა.
ეს იდეა "შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში შესთავაზეს კახა კალაძეს.
" ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. გვინდა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 10 ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპზე 34 კანდიდატი გადავიდა. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
კონკურსი გამოცხადებული იყო შემდეგ პოზიციებზე - მერის წარმომადგენლები სოფელ ზემო კაჭრეთის, ნანიანის, ჩალაუბნის, ჩუმლაყისა და ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადმინისტრაციული სამსახურის უმცროსი სპეციალისტი სოფელ ვეჯინის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში, არქიტექტურის, ძეგლთა დაცვის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა...
თბილისის მერიის ინიციატივით ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები, შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა.
"მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება, გვინდა, რომ ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს იმპორტის შემთხვევებში და ასევე, ადგილზე წარმოების შემთხვევაში. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა...
თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის, რისთვის 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.
"წარმოვადგენთ და განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს და ვთხოვ ქალბატონ მაიას, მთავრობის სხდომის შემდეგ მოსახლეობას გააცნოს თუ რა ცვლილებები შედის.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არის. არის ქუჩები, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან...
წინა სტატია
კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.
კალაძს განმარტებით, ესპროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ცხოველებზე ზრუნვას, არამედ იმას, რომ ცხოველების კვებაში მეტი ადამიანი ჩაერთვება.
"მინდა შევეხო ერთ საინტერესო პროექტს. ჩვენ რამდენიმე თვის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი და შევქმენით პლატფორმა, სადაც მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი იდეები, ხედვები და პროექტები, თუ რისი განხორციელება...
ტურისტების ჯგუფმა, რომელიც უფლისციხის სანახავად იყო, გზაზე სტიქიური ნაგავსაყრელი შენიშნა, რის შესახებაც გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN-ს აცნობა.ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
ნაგავსაყრელი უფლისციხე-დოესი-კასპის შემოვლით გზაზე მდებარეობს. ამ გზას ტურისტები უფლისციხიდან კასპის მუნიციპალიტეტში - რკონის, ქვათახევის და სხვა ტურისტული ადგილებისკენ სამოძრაოდ იყენებენ.
ორგანიზაცია CENN-ი7 ივნისს ამ სტიქიურ ნაგავსაყრელის დასუფთავებას აპირებს.
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 800-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგო.
თბილისის მერიის ცნობით, სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, რუსთაველის გამზირის გასამწვანებლად სხვადასხვა მცენარეები, მათ შორის, ფოტინია, წყავი, წვრილფოთოლა ბზა, მარადმწვანე ბზა, ზეთისხილი, ევროპული ჭყორი, უთხოვარი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, კოწახური და ღვია შეირჩა.
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრალური გამზირის მოწესრიგება და გამწვანება უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გაისხლა...
წინა სტატია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სულ მალე გახდება ცნობილი თუ ვინ დაიცავს თბილისის მერიას ინტერესებს "სიტი პარკის" წინააღმდეგ სასამართლო დავაში. ამის შესახებ კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კალაძის თქმით, ჯერჯერობით საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის წაღებაზე საუბარი არ არის.
„გამოცხადებული გვაქვს იურიდიული მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა და შეგვიძლია პირდაპირი მოლაპარაკების გზით ავარჩიოთ კომპანია. საერთაშორისო არბიტრაჟზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ რადგან „სიtი...
ხელვაჩაურის მერიამ მტირალა-ყოროლის წყალსადენის მოწყობის მესამე ეტაპისათვის 500 000 ლარი გამოყო.
აღნიშნული საკითხზე 5 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
ასევე, კომისიის სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.
აღნიშნულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად, შემოსავლების ნაწილი 749 949 ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 1 273 777 ლარით გაიზრდება. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებისთვის.
მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 458 407 ლარია გათვალისწინებული.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































