მერიის ინფორმაციით, ბათუმის მასშტაბით ზებრა გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პარალელურად გზაგამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება მიმდინარეობს.
სამუშაოებს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.
“საგზაო მონიშვნის სამუშაოები საჭიროებისამებრ, მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელდება, აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 265 ათას 500 ლარი გამოიყო”,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.