კალაძე: მალე გახდება ცნობილი, ვინ დაიცავს მერიის ინტერესებს “სიტი პარკთან” სასამართლო დავაში

792

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სულ მალე გახდება ცნობილი თუ ვინ დაიცავს თბილისის მერიას ინტერესებს “სიტი პარკის” წინააღმდეგ სასამართლო დავაში. ამის შესახებ კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

კალაძის თქმით, ჯერჯერობით საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის წაღებაზე საუბარი არ არის.

„გამოცხადებული გვაქვს იურიდიული მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა და შეგვიძლია პირდაპირი მოლაპარაკების გზით ავარჩიოთ კომპანია. საერთაშორისო არბიტრაჟზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ რადგან „სიtი პარკმა“ აიყვანა იურიდიული კომპანია, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, ავიყვანოთ იურიდიული კომპანია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე დღეში, ალბათ, ცნობილი გახდება და გვეყოლება საერთაშორისო დონის კომპანია“, – თქვა კალაძემ.

8 მაისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია “სიტი პარკთან” სამართლებრივი დავისთვის საჭირო მომსახურებას გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის მერია მომსახურებაში 800 000 ლარს დახჯავს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „სიტი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. 

10 აპრილს „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.