თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე თქვა.
ეს იდეა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში შესთავაზეს კახა კალაძეს.
” ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. გვინდა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია”, – განაცხადა კალაძემ.