ხელვაჩაურის მერიამ მტირალა-ყოროლის წყალსადენის მოწყობისთვის 500 000 ლარი გამოყო

933

ხელვაჩაურის მერიამ მტირალა-ყოროლის წყალსადენის მოწყობის მესამე ეტაპისათვის 500 000 ლარი გამოყო.

აღნიშნული საკითხზე 5 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.

ასევე, კომისიის სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.

აღნიშნულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად, შემოსავლების ნაწილი 749 949 ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 1 273 777 ლარით გაიზრდება. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებისთვის.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 458 407 ლარია გათვალისწინებული.