თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის, რისთვის 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.
“წარმოვადგენთ და განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს და ვთხოვ ქალბატონ მაიას, მთავრობის სხდომის შემდეგ მოსახლეობას გააცნოს თუ რა ცვლილებები შედის.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არის. არის ქუჩები, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია ლოდინის ინტერვალი. ბევრი ლოდინი უწევთ ადამიანებს, ვიდრე ავტობუსი გამოივლის. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქუჩები სამწუხაროდ ყველა რაიონშია და როცა ჩვენ ჩამოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და პარკი შეიცვლება, ყველა რაიონში ეს პრობლემა მოგვარდება. პროექტის განხორციელებისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება”, – განაცხადა კახა კალაძემ.