კახეთში ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში კახეთში 20 000 საერთაშორისო ვიზიტორი ჩავიდა. 2017 წელს კი რეგიონს ამავე პერიოდში 15700 ვიზიტორი ეწვია. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
“ვიზიტორთა რაოდენობამ თელავშიც მოიმატა. ჩვენს ქალაქს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ, მაგრამ უმრავლესობა მაინც რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მოქალაქეა”, -განაცხადეს თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განყოფილებაში.