თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება

1260

წინა სტატია

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება.  კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

კალაძს განმარტებით, ესპროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ცხოველებზე ზრუნვას, არამედ იმას, რომ ცხოველების კვებაში მეტი ადამიანი ჩაერთვება.

“მინდა შევეხო ერთ საინტერესო პროექტს. ჩვენ რამდენიმე თვის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი და შევქმენით პლატფორმა, სადაც მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი იდეები, ხედვები და პროექტები, თუ რისი განხორციელება შეიძლება ქალაქში. პროექტის სახელწოდებაა “შენი იდეა ქალაქის მერს” და აქტიურობა ძალიან დიდია. უკვე 10 იდეა არის შემოსული, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. 2 პროექტზე მინდა მოგახსენოთ, რომლებიც განხორციელდება, ერთი არის ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ ამ იდეის განხორციელებას და დედაქალაქში რამდენიმე ასეთი აპარატი დამონტაჟდება. ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება და ეს ძალიან კარგია”, -თქვა კალაძემ.

მერის განცხადებით, აპარატების მოვლა-პატრონობას ცხოველთა სააგენტო განახორციელებს.