თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 ახალი ხაზი დაემატა

1226

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, დამატებითი გამოიყო 25 ახალი ავტობუსი, რაც ასევე კრიტიკულად გადატვირთულ ხაზებს დაემატება.

“გამოიყო 25 დამატებითი ავტობუსი, რაც თავისთავად იქნება დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთიდან მეორე წერტილამდე გადაადგილებისას მეტად კომფორტულად იგრძნონ თავი. გაიხსნა 7 სრულიად ახალი მარშუტი, რომელიც თბილისს აქამდე არ ჰქონდა.

ახალი მარშრუტები იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

• #57 – კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მ. „ისნის“ გავლით მ. „სამგორამდე“ (1 ავტობუსი).
• #58 – ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი).
• #63 – მ. „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).
• #64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).
• #67 – მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).
• #74 – წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).
• #76 – მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსი).