ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ბაღების ტერიტორიაზე ქვეწარმავლების მომრავლებაა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის დავით წიტაიშვილის თქმით, მდინარე ოღასკურაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო ქვეწარმავლები მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის #17 ბაღში გავიდნენ. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სასწავლო პროცესი #17 ბაღში. #17 ბაღში სასწავლო პროცესი 22 მაისს შეწყდა.
ზესტაფონის საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსიდან" გიგა გაბრიჭიძე საგამოძიებო ორგანოებს მერის კახაბერ მახათაძის საქმიანობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. გაბრიჭიძის თქმით, მერი ტენდერების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელშეკრულებებს საკუთარი გარემოცვის წევრებს უფორმებს. ინფორმაციას "ტოპნიუსი" ავრცელებს. "მერმა მერიის ბალანსზე არსებული ვტომობილების შეკეთება საკუთარი მძღოლის მამას დაუკვეთა. ოთხ მანქანაზეა საუბარი და მათ შეკეთებაში 26 000 ლარზე მეტს იხდის. ასევე, საკუთარი გარემოცვის წევრის, მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლის კომპანიას...
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, დანისპარაულში მდებარე ხიდი ისევ დაზიანებულია. მისი რესტავრაციისთვის გასულ წლებში ათობით ათასი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. რიყეთის ცენტრში არსებულ ხიდს საძირკველი აქვს გამოცლილი. საფრთხეზე საუბრობენ ადგილობრივები, რომლებიც ამ ხიდით ყოველდღიურად სარგებლობენ. ხიდი მთებს შორისაა მოქცეული, ორივე მხარეს მეწყრული პროცესი თითქმის ყოველდღიურად ვითარდება. საგზაო დეპარტამენტში ხიდის ადგილმონაცვლეობას განიხილავენ, თუმცა ეროზიული არეალის გამო ჯერ-ჯერობით ადგილი ვერ შეარჩიეს.
წინა სტატია თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლაზე იმსჯელებს და კენჭს უყრის. საკრებულოს განხილვის საგანი ასევე იქნება თბილისში არსებული 15 ქუჩისთვის სახელდების შეცვლა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ „ვარდების მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა და რეკომენდაცია გასცა. მოედნისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობას კომისიის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. უმრავლესობას სურს, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს ისევ რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს, რასაც...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თემაზე „2017 წლის საარჩევნო დავები − მიგნებები და გამოწვევები" დისკუსია გამართა. დისკუსიაზე ორგანიზაციამ წარადგინა კვლევა − „საიას სტრატეგიული სამართალწარმოება და სხვა სუბიექტების (ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების) მიერ წარმოებული საარჩევნო დავების დაკვირვება − 2017 წლის საარჩევნო დავების ანალიზი“. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომ პერიოდში როგორც საიას, ასევე სხვა...
video
ნახე, რამდენი თვითმმართველი ქალაქი იყო  წლის წინ საქართველოში და რამდენია ახლა გაიგე, რომელი ქალაქები იყო თვითმმართველი და რომელია ახლა #გააგრძელეისტორია   #თვითმმართველობისდროა   #26მაისი
ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1.76 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს. ველობილიკის სიგრძე, რომელსაც რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 4957,3 მეტრია. ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 15 ივნისს სრულდება.
ქუთაისში ქუჩებიდან ნარჩენების შეგროვება - გატანის დრო შეიცვალა. მერიის გადაწყვეტილებით, საცობების არიდების მიზნით, ნარჩენებს დილით ადრე და ღამის საათებში გაიტანენ. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. ქუთაისის მერიის განმარტებით, პიკის საათებში სკოლებთან და ცენტრალურ ქუჩებზე პატარა მოცულობის დასუფთავების მანქანები მოძრაობენ. სპეცსერვისების 4 ავტომობილი კი დილის 05:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე მოძრაობს. საღამოს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე კი ე.წ მეორე კატეგორიის ავტომობილები მუშაობენ, რომლებიც...
წინა სტატია ქუთაისის მერიამ მარტსა და აპრილში სახელფასო დანამატის სახით 23 ათას ლარზე მეტი თანხა გასცა. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქუთაისის საკრებულოს წევრი მერაბ მეშველიანმა თქვა. მის ბრალდებას ქუთაისის მერიამ უპასუხა. ქუთაისის მერიის განცხადებით, სახელფასო დანამატი იმ სამსახურის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა მიიღეს, რომლებმაც გარევაჭრობასთან ბრძოლა წარმატებით დაასრულეს. მათ კომენტარს "ნიუპრესი" ავრცელებს. "ქალაქში თითქმის 30 წლის განმავლობაში არსებული გარევაჭრობის პრობლემა მოგვარდა, რომელიც აქამდე...
რუსთავის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვებისთვის გამოყოფილი ვაკანსიები გამოქვეყნდა. www.rustavikids.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავის N41 ფილიალში ვაკანსიების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, მშობლებს ბავშვების აღნიშნულ ფილიალში შეყვანა ონლაინ რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. დანარჩენ ფილიალებში კი 2-3 წლიანთა და 3-4 წლიათა ჯგუფებში ვაკანსიები განსხვავებული რაოდენობითაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, რუსთავის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დაწყება. 2-3 წლიანთა რეგისტრაცია ჩატარდება 12.00...
მარტვილის მუნიციპალიტეტში, დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზა ასფალტო-ბეტონის საფარით მოეწყობა. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში 1 500 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. ასევე, სავალ ნაწილებსა და ეზოების მისასვლელებთან მოეწყობა წყალსაწრეტი მილები, ხოლო, სანიაღვრე არხის კედლები და ძირები რკინა-ბეტონით გაკეთდება. პროექტის ღირებულება 402 463 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი და 10 ერთეული ტექენიკა. დოშაყესა...
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით 4 750 მეტრის მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის მილ-ხიდები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1.369.889 ლარია. აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია 15 მუშახელი სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. "სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის,...
წელს ახალციხეში სარწყავი სისტემა 11 სოფელში გაკეთდება, თუმცა, მათ შორის ხუთი პროექტი რწყვის სეზონისთვის ვერ დასრულდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს ვალესა და სხვილისში არსებულ სატუმბ სადგურებს რეაბილიტაციას ჩაუტარებს, წყალთბილაში არსებულ სადგურს კი აღადგენს.  ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ვალესა და წყალთბილის სატუმბი სადგურების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 096, სხვილისის სადგურისთვის კი 17 406 ლარია გაწერილი. გარდა წყალთბილისა, მიმდინარე წელს სარწყავი სისტემები ამოქმედდება...
გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ტურიზმის განვითარების 20-პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა. გურჯაანის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის ნინო ნინოშვილის ინფორმაციით, სტრატეგიული გეგმის შედგენაში ქართველი სპეციალისტების გარდა, ჩართული იყო გერმანიიდან მოწვეული ექსპერტი პეტერ შულცეც. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ექსპერტი, სამი კვირის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს ეცნობოდა და შემდეგ ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენაში მონაწილეობდა. "მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში არსებული ტურისტული...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხოველთა დაცვის ფედერაციის მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, ქალაქ სამტრედიის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანა. როგორც სამტრედიის მერიაში აცხადებენ, დამჭერი ჯგუფი მიუსაფარ ძაღლებს სპეციალურ თავშესაფარში მოთავსდებს, სადაც საჭიროებისამებრ შესაბამის პროცედურებს ჩაუტარებენ, შემდეგ კი თითოეულს აყვანის ადგილებზე დააბრუნებენ. ,,მოსახლეობის მომართვიანობა საკითხთან დაკავშირებით დიდია და უსახლკარო ძაღლები ქუჩებში პრობლემას წარმოადგენენ. თითოეულ მოსახლესაც ეკისრება პასუხისმგებლობა თავიანთი ცხოველის მოვლის, რომ არ გადმოუშვან ქუჩებში...
ერთადერთ ინდუსტრიული მემკვიდრეობა - "ლუდი ბათუმურის" ქარხანაში შესაძლოა მუზეუმი გაიხსნას. ქარხანას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის უკვე აქვს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. https://www.youtube.com/watch?v=BuHcn88BnAw&feature=youtu.be პარალელურად გაიცემა ნებართვა მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი ობიექტის მშენებლობისთვის. ცნობილია, რომ განსაკუთრებით ევროპაში ინდუსტრიული ძეგლები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, ასე რომ ბათუმში არსებულ ლუდის ქარხანას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ