სამტრედიაში მიუსაფარი ძაღლები სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს

2131

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხოველთა დაცვის ფედერაციის მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, ქალაქ სამტრედიის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანა.

როგორც სამტრედიის მერიაში აცხადებენ, დამჭერი ჯგუფი მიუსაფარ ძაღლებს სპეციალურ თავშესაფარში მოთავსდებს, სადაც საჭიროებისამებრ შესაბამის პროცედურებს ჩაუტარებენ, შემდეგ კი თითოეულს აყვანის ადგილებზე დააბრუნებენ.

,,მოსახლეობის მომართვიანობა საკითხთან დაკავშირებით დიდია და უსახლკარო ძაღლები ქუჩებში პრობლემას წარმოადგენენ. თითოეულ მოსახლესაც ეკისრება პასუხისმგებლობა თავიანთი ცხოველის მოვლის, რომ არ გადმოუშვან ქუჩებში უყურადღებოდ. ჩვენ ჩვენის მხრივ, შესაძლებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ და რაც შესაძლებელია ვაკეთებთ”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის დამჭერ ჯგუფს მიუსაფარი ძაღლები სპეციალურ თავშესაფარში თვეში ორჯერ გადაყავს.