ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მდებარე ხიდზე მოძრაობა სახიფათოა

848

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, დანისპარაულში მდებარე ხიდი ისევ დაზიანებულია. მისი რესტავრაციისთვის გასულ წლებში ათობით ათასი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

რიყეთის ცენტრში არსებულ ხიდს საძირკველი აქვს გამოცლილი. საფრთხეზე საუბრობენ ადგილობრივები, რომლებიც ამ ხიდით ყოველდღიურად სარგებლობენ.

ხიდი მთებს შორისაა მოქცეული, ორივე მხარეს მეწყრული პროცესი თითქმის ყოველდღიურად ვითარდება. საგზაო დეპარტამენტში ხიდის ადგილმონაცვლეობას განიხილავენ, თუმცა ეროზიული არეალის გამო ჯერ-ჯერობით ადგილი ვერ შეარჩიეს.