ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ბაღების ტერიტორიაზე ქვეწარმავლების მომრავლებაა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის დავით წიტაიშვილის თქმით, მდინარე ოღასკურაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო ქვეწარმავლები მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის #17 ბაღში გავიდნენ.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სასწავლო პროცესი #17 ბაღში. #17 ბაღში სასწავლო პროცესი 22 მაისს შეწყდა.