ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1.76 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
ველობილიკის სიგრძე, რომელსაც რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 4957,3 მეტრია.
ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 15 ივნისს სრულდება.