თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლაზე იმსჯელებს და კენჭს უყრის. საკრებულოს განხილვის საგანი ასევე იქნება თბილისში არსებული 15 ქუჩისთვის სახელდების შეცვლა.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ „ვარდების მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა და რეკომენდაცია გასცა. მოედნისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობას კომისიის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. უმრავლესობას სურს, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს ისევ რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს, რასაც უმცირესობა არ ეთანხმება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.