მარტვილის მუნიციპალიტეტში, დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზა ასფალტო-ბეტონის საფარით მოეწყობა.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში 1 500 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. ასევე, სავალ ნაწილებსა და ეზოების მისასვლელებთან მოეწყობა წყალსაწრეტი მილები, ხოლო, სანიაღვრე არხის კედლები და ძირები რკინა-ბეტონით გაკეთდება.
პროექტის ღირებულება 402 463 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი და 10 ერთეული ტექენიკა.
დოშაყესა და დიდი ჭყონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.