იმერეთის სატყეო სამსახური მოთხრილ-მოტეხილ და ზეხმელი ხეების აღრიცხვას აწარმოებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიის 2,4 ჰა ფართობზე დაირგვება იმერული მუხისა და იფანის 10 000-მდე ნერგი. „სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ე.წ „საღორიის ტყეში“ (იმერეთის რეგიონი), იმერეთის სატყეო სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეების აღრიცხვა. მიმდინარე წლის შემოდგომამდ  აღნიშნული ხეებს ტყიდან გამოიტანენ, ხოლო შემოდგომის...
ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება, მოედანი ახალი დაგეგმარებით მოეწყობა. ზესტაფონის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. პროექტის მიხედვით, ახლებურად დაიგეგმება საავტომობილო მოძრაობა, განსაზღვრულია ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრის გაუქმება და მის ადგილზე დასასვენებელი პარკის მოწყობა. პარკში მოეწყობა აუზი და მის ირგვლივ  წყლის საჰაერო სადინარები, რომლებიც თავს მოიყრიან ცენტრში და შექმიან როგორც ვიზუალურ ეფექტს, ასევე ფუნქციურად იზრუნებენ აუზის წყლით შევსებაზე. პარკში განთავსდება სხვადასხვანაირი ინვენტარი, მოეწყობა თანამედროვე...
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ის პოლიტიკურ-ეკონომიკური მოცემულობა, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას უძღოდა წინ, და მოვლენები, რაც ამ ყველაფრის შემდეგ განვითარდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, თუ რა სახით არსებობდა საუკუნის წინ ჩვენთან ადგილობრივი თვითმმართველობა, რამდენად ეფექტური იყო ის და პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული. მეტიც, რა ბერკეტი არსებობდა საამისოდ მაშინ. აღინიშნა, რომ თავის დროზე ბევრად...
წინა სტატია ქუთაისში რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებული ენერგიის დამმუხტველი ველოსიპედი დააზიანეს. დილით ახალგაზრდული პარკის ადმინისტრაცია ტერიტორია დარბეული დახვდათ. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის  RICDOG წარმომადგენლის გვანცა თოთაძის თქმით, მოგლეჯილია რკინის საინფორმაციო დაფა, ასევე მოტეხილია ინსტრუქციები, რომლებიც  მეტალის ფირფიტებზე იყო განთავსებული და ველოსიპედზე იყო დამაგრებული. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ენერგიის დამზოგავი პირველი ველოსიპედი საქართველოში ქუთაისში, მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკში 21 მაისს დაიდგა. ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ერთი...
ქალაქ სიღნაღში დენდროლოგიური პარკის და საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც სიღნაღის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო გზა გაიწმინდება, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, მოეწყობა გარეგანათების თანამდეროვე სისტემა და პარკში განთავსდება სკამები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პარკში დაგეგმილია ახალი ფიტნეს ზონის მოწყობაც. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომელზეც 257 844 ლარი დაიხარჯება.
გორის მერს, კოტე თავზარაშვილს, საჯარო სამსახურში დასაქმებული იმ პირების საკითხის შესწავლას სთხოვენ, რომლებსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი რუსული დიპლომები აქვთ. ამის შესახებ დღეს გორის მერიის ადამიანური რესურსების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ირმა პაპიძემ თქვა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. ირმა პაპიძის თქმით, საჯარო სამსახურში დასაქმებულები არიან ისეთი ადამიანები, რომელთა დიპლომების ნამდვილობაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ირმა პაპიძე ამბობს, რომ საჯარო განცხადებამდე, ამის...
წინა სტატია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რჩება 12 საბაგირო ხაზის მოწყობა, „ისთ ფოინთი - ლილოს“ მიწისზედა მეტროსა და სატვირთო მატარებლების შემოვლით რკინიგზაზე გადატანის საკითხი. ამის შესახებ  გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. სალუქვაძის თქმით, რკინიგზის მიმართულებით, სატვირთო ხაზის გადატანაზე შეთანხმება მიღწეულია, რაც შეეხება სამგზავრო ხაზს, ამას შესწავლას საჭიროებს, რაც საქართველოს რკინიგზის გასაკეთებელია. „სატვირთოზე ყველა მხარე ვთანხმდებოდით, რომ უნდა...
სტატია მოამზადა "კახეთის ხმამ"   საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მიღწევა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა. დოკუმენტში მითითებულია, რომ საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებას და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას. „ასოცირების ხელშეკრულება და მასში გაწერილი მოთხოვნები, დასაქმების, სოციალური დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. საქართველომ უნდა უზრუნველყოს სოციალური ჩართულობა...
“სითი ინსტიტუტ საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა უკვე დაასრულა და დედაქალაქის მერიას წარუდგინა. ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. სალუქვაძის თქმით, იმ საკითხებზე, რაც მერიას სურდა, რომ დოკუმენტში ყოფილიყო, დოკუმენტში ჩაიწერა, თან იმ ფორმით, რა ფორმითაც მერიას უნდოდა. მისი ვარაუდით, ოქტომბრამდე გარდამავალი პერიოდი იქნება - როდესაც ძველი დოკუმენტი ახლით უნდა შეიცვალოს: "ამას გარკვეული დრო...
წინა სტატია თბილისში ავტობუსების 7 ახალი მარშრუტეისთვის, დამატებით, 25 ახალი ავტობუსი გამოიყო. ავტობუსები გადატვირთულ ხაზებზე იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ბითაძის ინფორმაციით, #60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. ის მოსახლეობას მეტრო „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე მოემსახურება.  მარშრუტს დაემატება ერთი ავტობუსი, რაც მოძრაობის სიხშირეს გაზრდის (ჯამში იმოძრავებს 6 ავტობუსი). #10-ის მარშრუტი, კოჯრის...
თბილისის 12 საბავშვო ბაგა-ბაღს, ავარიულობის გამო, დემოტაჟი ჩაუტარდება, მათ ნაცვლად კი ახალი აშენდება. გამოცემა edu.aris.ge-ს ცნობით, ეს ბაღებია: ბაგა-ბაღი ვარკეთილის მეურნეობაში, #10 ბაგა–ბაღი; #6 ბაგა–ბაღი; #14 ბაგა–ბაღი; #19 ბაგა–ბაღი; #28 ბაგა–ბაღი; #43 ბაგა–ბაღი; #125 ბაგა–ბაღი; #84 ბაგა–ბაღი; #96 ბაგა–ბაღი; #47 ბაგა–ბაღი; #109 ბაგა-ბაღი. ახალი სასწავლო წლიდან, დედაქალაქს 11 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ თქვა. გვანცელაძის განმარტებით, შემოდგომიდან 9 ახალი ბაღი დაემატება იურიდიულად, 11 ბაღიდან ორი ახლო მდებარე ბაღს დაუკავშირდება.
“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი” შპს „მარსი“ 2017 წლის აგვისტოში ჩაერთო. შპს „მარსი“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას 18 ჰექტარზე, სოფელ ნაგომარში ატარებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 45,000 ლარია, საიდანაც 32,000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს. პროგრამაში „ქართული ჩაი“, საქართველოს მასშტაბით ჩართულ 30 ბენეფიციარს 36 პროექტი დაუმტკიცდა. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური...
კაცხის სვეტთან კელიების და მომსახურების ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მამათა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია, ტურისტული სივრცის და ეზოს კეთილმოწყობა. ასევე გათვალისწინებულია სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და შესაბამისი ქსელის გამართვა, რაც როგორც ბერების, ისე  ე. წ. ხარატიშვილის დასახლების ოცამდე ოჯახისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. უწყების ცნობით უკვე წლის ბოლოდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც შშმ...
თბილისის მერია ისტორიულ უბნებში, ისტორიულ შენობებზე კერამიკული აბრებს განათავსებს. ინგოროყვას ქუჩაზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ქართული თიხისგან დამზადებული, მოხატული აბრა უკვე დაიდგა. თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით,  აბრებს აბრეშუმის გზის სიმბოლიკა ექნება. "დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერიამ ოთხ ისტორიულ შენობაზე განათავსა საინფორმაციო აბრები. თუ სად იყო განთავსებული იმ პერიოდში სახელმწიფო მნიშვნელოვანი სტრუქტურები. ეს არის ქართული თიხით გაკეთებული დახატული კერამიკული ფილები. ვფიქრობთ, ეს...
თელავში ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყება. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის თქმით, მესამე ეტაპზე ბატონის სასახლის მიმდებარე ორი ეკლესიის, აბანოს და არჩილის კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ამასთან, გურამ ურჩუხიშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. „როდესაც სრულდებოდა ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ისტორიული გალავნის შიგნით არსებული ორი ტაძრის, მეფის აბანოს და...
გორში საზაფხულო ბაღები იმ შემთხვევაში იმუშავებენ, თუ ამას მშობლები მოითხოვენ. სკოლამდელი აღზრდის დაწეესებულებების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია. ამის შესახებ "რადიო მოზაიკა" წერს. "იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს სურვილი ექნებათ და ამ სურვილს შესაბამისი განცხადების სახით ბაღების ადმინისტრაციაში დააფიქსირებენ, შეესაძლოა რამდენიმე ბაღმა აგვისტოშიც იმუშაოს", - თქვა ლია კოვზიაშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ სასწავლო წლამდე ყველა მუნიციპალური ბაღი ერთი თვით დისვენებს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ