სიღნაღში დენდროლოგიური პარკის და საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

767

ქალაქ სიღნაღში დენდროლოგიური პარკის და საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც სიღნაღის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო გზა გაიწმინდება, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, მოეწყობა გარეგანათების თანამდეროვე სისტემა და პარკში განთავსდება სკამები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პარკში დაგეგმილია ახალი ფიტნეს ზონის მოწყობაც.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომელზეც 257 844 ლარი დაიხარჯება.