თბილისის ზოგიერთ უბანში ავტობუსების მოძრაობის სქემა შეიცვალა

1237

წინა სტატია

თბილისში ავტობუსების 7 ახალი მარშრუტეისთვის, დამატებით, 25 ახალი ავტობუსი გამოიყო. ავტობუსები გადატვირთულ ხაზებზე იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ბითაძის ინფორმაციით, #60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. ის მოსახლეობას მეტრო „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე მოემსახურება.  მარშრუტს დაემატება ერთი ავტობუსი, რაც მოძრაობის სიხშირეს გაზრდის (ჯამში იმოძრავებს 6 ავტობუსი).

#10-ის მარშრუტი, კოჯრის დასახლებაში, აზეულას ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს მოძრაობას.
#19-ის მოძრაობა ზემო ფონიჭალის დასახლებაში გაგრძელდება, ლევან ღოღობერიძის ქუჩაზე კერძო დასახლებაში. ამასთან, მარშრუტს დაემატება 1 ავტობუსი.

#31 – მოძრაობა კრწანისის ქუჩიდან გაგრძელდება გამგეობის შენობამდე და მარშრუტს 2 ავტობუსი დაემატება.
N80 – მოძრაობა ორთაჭალის ქუჩიდან, კრწანისის რაიონის გავლით, ვოლსკის ქუჩამდე გაგრძელდება.

სამუშაო დღეებში თითო ავტობუსი დაემატება #1, 28, 30, 45, 99 და #108 ხაზებს, ხოლო #44 მარშრუტს – 2 ავტობუსი დაემატება.

შაბათ დღეს #28, 68 მარშრუტებზე დაემატება თითო ავტობუსი, ხოლო #27 მარშრუტს კვირა და უქმე დღეებში – ერთი ავტობუსი.
ასევე, #3, #46 და #79 მარშრუტებზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები დიდი „ბოგდანებით“ ჩანაცვლდება.