მშობელთა მოთხოვნის შემთხვევაში გორში საზაფხულო ბაღები იმუშავებენ

813

გორში საზაფხულო ბაღები იმ შემთხვევაში იმუშავებენ, თუ ამას მშობლები მოითხოვენ. სკოლამდელი აღზრდის დაწეესებულებების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია. ამის შესახებ “რადიო მოზაიკა” წერს.

“იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს სურვილი ექნებათ და ამ სურვილს შესაბამისი განცხადების სახით ბაღების ადმინისტრაციაში დააფიქსირებენ, შეესაძლოა რამდენიმე ბაღმა აგვისტოშიც იმუშაოს”, – თქვა ლია კოვზიაშვილი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ სასწავლო წლამდე ყველა მუნიციპალური ბაღი ერთი თვით დისვენებს.