გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს, ძველი მარნის ფრაგმენტები გამოჩნდა. გამვლელების ყურადღება თაღოვანმა კედლებმა, საშენ მასალად გამოყენებულმა ქვებმა და ქვევრებმა მიიქცია. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. მშენებლების თქმით, სახლის ადგილზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, კომერციული ობიექტი აშენდება. ძველი სახლი ამილახვრების ყოფილი სასახლის სიახლოვეს იდგა. ობიექტი გორის ისტორიულ უბანს ეკუთვნის. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, მის სახლში 22 ქვევრია შემონახული. https://www.youtube.com/watch?v=del9VwrAEjs&feature=youtu.be
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, ზედამხედველობის სამსახურში ერთი, ხოლო საზგადოებასთან ურთერთობის განყფილება სრულად გაუქმდა, მერიაში ამ ეტაპზე 10-მდე ვაკანსიაა, რომელზეც კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. „არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით,ისევ და ისევ მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე არსებული ამოცანების, მერიის სამსახურებთან კონსულტაციების შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება განხორციელებილიყო სტრუქტურული ცვლილებები. შეიქმნა რამოდენიმე განყოფილება,...
ქალაქის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის შუქნიშნების და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების ლოკაციების სწორად შერჩევაზე ზუგდიდის საკრებულოს 2 ივნისის სხდომაზე იმსჯელეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. „ქალაქის რამდენიმე ადგილას შუქნიშნის არსებობა დამატებით პრობლემებს ქმნის. მივმართავ ტრანსპორტის სამსახურს, რომ ამ მიმართულებით უფრო ინტენსტიურად იმუშაოს. ეს საჭიროებს კვლევას და შემდეგი გადაწყვეტილება ამის შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი საკრებულოს წინაშე“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.  
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საპატიო ზუგდიდელის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების მინიჭების პროექტი შეიმუშავა. ამის შესახებ "ლაივპრესი" წერს. ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, საკრებულომ ბათილად ცნო ძველი დადგენილება და ახალზე მუშაობა დაიწყო. ახალი დადგენილების პროექტის მიხედვით, საპატიო ზუგდიდელის, საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭება როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალქეს, ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს, განურჩევლად ეროვნების სოციალური...
მუხიანში, ალექსანდრე გობრონიძის ჩიხში გზის საფარი კეთდება. ჩიხში 241 მეტრზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, 2250 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება. თბილისის მერიის ცნობით, გამგეობის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 115 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ასრულებს. გობრონიძის ჩიხი, ავჭალა 1-ში, მუხიანის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მდებარეობს, სადაც მერიის ცნობით, წყალარინების ქსელი არ არსებობდა. გასულ წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ დასახლებაში...
ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის N9-ში მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა, რომ ავტოფარეხების ნაცვლად, ტერიტორიაზე მწვანე სივრცე მოეწყოს. "ისნის რაიონში, შავი ზღვის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენს წამოწყებას გამოეხმაურნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქ არსებული ავტოფარეხები დაიშალოს და მათ ადგილას მწვანე სივრცე - პატარა სკვერი გაკეთდეს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქალაქისთვის იმიტომ, რომ უბნებში...
კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზების აღდგენა მიმდინარეობს. ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნა გრძელდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედისა  და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ტურისტული სეზონისთვის, რეგიონში, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.
წინა სტატია EMC -ის წარმომადგენლის ლინა ღვინიანიძის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, 40 დღის განმავლობაში, 13 ათასი ლარი აიღო. მან თბილისის მერი ტყუილის თქმაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კალაძე მეტროს მემანქანეებისა და ჩინოსნების ხელფასებს შორის არასწორ შედარებებს აკეთებს. ამის შესახებ მან გადაცემა "ეკონომიქსი" ისაუბრა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. „ის სრული კოლაფსი რაც დღეს ხდება ქალაქშია მაზე პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება“-აღნიშნა ღვინიანიძემ. მისი თქმით,...
წინა სტატია თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მეტროს გაფიცული მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. "მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა ღონისძიებები, ამას ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ“, - თქვა ხმალაძემ. ვიცე-მერმა დასძინა, რომ ეს გაფიცვა არღვევს მოქალაქეების, დედაქალაქის ინტერესებს. ამ ყველაფრის მიუხედავად ამ ადამიანებმა მაინც...
წინა სტატია თბილისის მეტროპოლიტენის გაფიცული მემანქანეები, რომლებიც ხელფასების გაზრდას ითხოვენ, დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა მემანქანემ, ემზარ ბარბაქაძემ უთხრა, ინფორმაცია, რომ მემანქანეებს მაღალი ხელფასი აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება. აქციის მონაწილეების განმარტებით,ფიქსირებული ხელფასი 1000- 1060 ლარია, თუმცა ხელზე 800 ლარამდე იღებენ. ისინი თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. "გაფიცვა გუშინ დავიწყეთ, 15:00 საათზე. ჩვენ ვშიმშილობთ. პასუხი...
მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, თბილისის მერიამ 2 დროებითი მარშრუტი დაამატა. ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე - მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე. ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ...
შესყიდვების სააგენტომ კასპის მერიას 2018 წლის 8 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა და ტენდერებში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა დაავალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოში 2018 წლის 1 ივნისს მიიღეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. შესყიდვების სააგენტოს, სამშენებლო კომპანია "სეივ როუდის“ საჩივართან დაკავშირებით, კასპის მერიის მიმართ კითხვები გაუჩნდა: "მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადასიკრიმინაციული“, - წერს შესყიდვების სააგენტო გადაწყვეტილებაში და დასძენს, რომ მერია...
წინა სტატია მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი ფიქსირებული ხელფასი 1000- 1200 ლარია. მათი ინფორმაციით, ხელფასი 1093 ლარია, დანამატი - 55 ლარი მავნე პირობებისთვის, ხოლო ღამის მოცდენის საათები - 31.60 ლარი, რაც 1200 ლარამდე გამოდის. აქციის მონაწილეების თქმით, დღეისათვის მემანქანის ხელფასი საათში 6 ლარსა და 92 თეთრს შეადგენს და 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია,...
წინა სტატია "ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ის ამბობს, რომ არ დაუშვებს, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო. "მე, როგორც თბილისის მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერიის მუნიციპალიტეტის 24000-ზე მეტი თანამშრომლისა და დედაქალაქში მცხოვრები მილიონნახევარი მოსახლის წინაშე,...
წინა სტატია "დღეს თბილისის მეტრო მგზავრებს ვერ ემსახურება, "ერთობა 2013"-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო", - ეს ინფორმაცია "ერთობა 2013"-ის შემადგენლობაში შესულმა მემანქანეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ: „მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“ შესაბამისად, მოსახლეობას ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება შეუძლია. შეგახსენებთ, მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში იყვნენ შეკრებილი....
წინა სტატია მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ 4 ივნისს დაანონსებულ გაფიცვასთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განცხადება გაავრცელა. კომპანია მოუწოდებს მემანქანეებს, რომ თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. "მეტროს მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013“-ის წევრებმა, 3 ივნისს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებენ უვადო გაფიცვას და შიმშილობას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს 18 მაისის გადაწყვეტილებით, მათ დროებით შეზღუდული ჰქონდათ ამის უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ