მუხიანში, ალექსანდრე გობრონიძის ჩიხში გზის საფარი კეთდება. ჩიხში 241 მეტრზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, 2250 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
თბილისის მერიის ცნობით, გამგეობის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 115 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ასრულებს.
გობრონიძის ჩიხი, ავჭალა 1-ში, მუხიანის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მდებარეობს, სადაც მერიის ცნობით, წყალარინების ქსელი არ არსებობდა. გასულ წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ დასახლებაში ქსელი 4 688 მეტრზე მოაწყო, ხოლო 12 470 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დააგო.
მიმდინარე წელს აღნიშნული დასახლებაში გაბაშვილის I, IV, V გასასვლელში, ქუჯი ერისთავის, საგუბარას, ვარაზაშვილის და ლურჯქედის ქუჩებზე, ჯამში 9 650 კვ.მ-ზე ასფალტის საფარი დაიგო.